საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო. აჭარის ტელევიზია 1987 წელს შეიქმნა. პირველად ეთერში კვირაში ორჯერ, 15-წუთიანი საინფორმაციო-მუსიკალური პროგრამით გადიოდა. დღეს ტელევიზიის მაუწყებლობა 24-საათიანია. გაიზარდა აჭარის ტელევიზიის დაფარვის ზონაც.